ნინო ბურჯანაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3533 06 ნოემბერი 2019, 17:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მე-2-ს საპატრიარქოში შეხვდა.   კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძეს დეტალებზე არ უსაუბრია. 

არ მგონია რომ ეხლა უნდა ვისაუბროთ ჩემი და პატრიარქის საუბარის დეტალებზე, რადგან  ეს დახურული შეხვედრა იყო.   ყოველთვის ვამაყობდი პატრიარქის კეთილი დამოკიდებულებით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩემდამი და ბუნებრივია, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე იმ ამაზრზენი ფაქტის შემდეგ, რომელიც  პირდაპირი დარტყმა იყო, მკვლელობის მცდელობა პრაქტიკულად არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ჩვენი ერის სულიერების, ჩვენი საფუძვლის რაზეც დგას ქართვლი ერი განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა კიდევ უფრო გაერთიანდა და შეიკრა პატრიარქის გვერდში დასადგომად, და ეს აბსოლიტურად გასაგბია. 

 მე რა თქმა უნდდა თავი ვალდებულად  ჩავთვალე პატრიარქისთვის ჩემი განწყობა დამეფიქსირებინა, ასევე მე მას მოვუყევი მ ფაქტის შესახებ, რომელსაც ადგილი ქონდა ბათუმში ჩვენი პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.  ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მახოს მკვიდრმა მურად მალაყმაძემ წარმომადგენელმა  მთხოვა, რომ მთელი დარბაზის სახელით, პატრიარქისთვის სოლოდარობა  და გვერდში დგომა გადამეცა,  პატრიარქს გადავეცი მისი  სიტყვები, რომ თუ გონს არ მოვლენ ის ადამიანბი, ვინც ებრძვიან პატრიარქს და ჩვნს რწმენას, ავზვირთდებით და წავლეკავთო. ამ სიტყვებს დარბაზში 500 კაცის ერთსულოვანი აპლოდისმენტები მოჰყვა.

 ასევე პატრიარქს გადავეცი ის ფოტო, რომელიც მოსკოვში სრულიად შემთხვევით შეხვედრას რუსეთის მოქალაქემ მაჩვენა. ეს იყო პატრიარქის ახალგაზრდობის ფოტო, რომელსაც წლების განმავლობაში გულით ატარებდა და ატარებს, პატრიარქმა  გაიხსენა, თუ ვის  აჩუქა ეს სურათი, აღნიშნა რომ ის არის მისი ათლული და ძალიან  ბედნიერია, მათ ახსოვთ და ასე გულის ჯიბით ატარებენ მის ფოტოს.

ასევე შემიძლია,  გითხრათ რომ ის რა თქმა უნდა ძალიან შეწუხებულია მომხდარით, თუმცა მხნედ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პატრიარქი სულიერად გაუძლებს ამ დიდ განსაცდელს, მაგრამ შეწუხებულია არა მხოლოდ იმით რომ პირადად მას ატკინეს გული,  არამედ იმით, რომ ეკლესიას მიაყენეს შეურაცჰყოფა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის  ხედავს თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ სურთ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედია საშუალებები. საქართველოში სხვა მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
მამუკა მდინარაძე: ოპონენტები ამბობენ, რომ რუსებს მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი - პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს, ოკუპანტ ქვეყანას როგორ შეიძლება აწყობდეს გამჭვირვალობა თავის ოკუპირებულ ქვეყანაში?
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია
მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
არქივი