„ქუინსი ინსტიტუტი“ - ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და საქართველოში არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, ბაიდენის შეფასება აბსურდულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 31 ოქტომბერი 2024, 13:37

ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, – ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის, „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი, ევრაზიის პროგრამის დირექტორი ანატოლ ლივენი წერს, ბაიდენის შეფასება, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, აბსურდულია.

ანატოლი ლივენი აღნიშნავს, რომ დასავლური მედია წინასწარ შემუშავებული ნარატივით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ არჩევნების მოგების ერთადერთი გზა მის გაყალბებაზე გადის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესაძლო შედეგებისა და მოსალოდნელი განვითარების სცენარის შესახებ „ქუინსი ინსტიტუტი“ დიდი ხნით ადრე საუბრობდა. კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, არჩევნების წაგების შემთხვევაში, ოპოზიციასა და პროდასავლურ „ენჯეოებს“ უნდა ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში გადიან. ამასთან, დასავლური ქვეყნების უმრავლესობაში ქართული ოპოზიციის მოწოდებები უნდა გაეზიარებინათ და მხარი დაეჭირათ. ლივენის თქმით, საქართველოში ეს სცენარი უკვე ამოქმედებულია.

ავტორის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა; თუმცა, დასავლელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ამის დასაბუთება, მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსული მეთოდოლოგია გამოიყენა.

სტატია დასავლური ხელისუფლებებისა და მედიის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც ეხმაურება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არც ბაიდენის ადმინისტრაცია და არც სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

პრეზიდენტ ბაიდენის შეფასებას, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, ანატოლ ლივენი აბსურდულს უწოდებს.

„აბსურდულია იმიტომ, რომ ადგილობრივი დამკვირვებლები იმ „ენჯეოებს“ წარმოადგენენ, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ქართულ ოპოზიციასთან. იმაზე აღარ ვსაუბრობთ, რომ ამ დამკვირვებელთა დიდ ნაწილს ძნელია, ობიექტური უწოდო“, – ამბობს ლივენი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში New York Post-ის სტატია გააზიარა
ბრიუსელმა დღეს საქართველოში საკუთარი მომხრეებისა და მიმდევრების ხელით დისკუსია ჩაახშო
ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ხაზი ეროვნული ინტერესი იყო და არა სხვისი ინტერესების მსახურება და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი სწორი იყო
ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
არქივი