პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 04 სექტემბერი 2025, 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული გ.ჯ., და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული დ.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი”, „ჰეროინი“ და  „გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, 4 გარდაიცვალა
ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი პოლიტიკა, როგორც ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია
არქივი