ცესკო - 10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა - ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 04 ოქტომბერი 2025, 10:49

10:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა - ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 275 948 (7.85%) ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება,“ - განაცხადა იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, 4 გარდაიცვალა
ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი პოლიტიკა, როგორც ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია
არქივი