ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 11 ოქტომბერი 2025, 16:30

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

„რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანის ციხეში აკეთებდნენ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა, არ გვიკვირს. დანარჩენს დაადგენს გამოძიება. მათ შორის უცხოურ კავშირებთნ დაკავშირებითაც გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი