ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი - ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 08 ნოემბერი 2025, 15:04
რაც შეეხება ამ შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი“, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეფასების პრეტენზია თავის დროზე საბჭოთა მოსკოვს ჰქონდა, ახლა კი ქართველ ხალხს ქართველი ხალხის სახელით ზოგიერთი პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი ესაუბრება.

„გვახსოვს, საქართველოს შეფასების ასეთი პრეტენზია ვის ჰქონდა - საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რა გეგმებს. ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს არის სხვა ხალხების სუვერენიტეტის პატივისცემა.

ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი, როდესაც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ესტონეთის თუ სხვა ქვეყნის არჩეული ადამიანი გველაპარაკება ჩვენ - ქართველებს ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება, იყოს?

ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებები გვაქვს ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და კიდევ უფრო ბევრს ვისაუბრებთ, ვინაიდან, რადგან ბრიუსელმა გადაწყვიტა ასეთი კონფრონტაციული ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორისა და მეურვის როლის შეთავსება, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ მათი საქმიანობას ძალიან დასაბუთებულ შეფასებას, რომ ბრიუსელი ასცდა სრულად ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი