132
11 ნოემბერი 2025, 18:16
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ოფიციალური ანკარა თბილისსა და ბაქოსთან კოორდინირებულად მუშაობს, რათა საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგები აღმოფხვრას.
„დიდი გულისტკივილით გავიგეთ, რომ ჩვენმა სამხედრო თვითმფრინავმა C130-მა, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა, დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კატასტროფა განიცხადა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილების სამძებრო სამუშაოებს ეროვნულ ხელისუფლებებთან კოორდინაციით“, - განაცხადა ერდოღანმა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.
მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |