დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 14 ნოემბერი 2025, 15:24

დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ცნოკონსტრუქციები და მანათობელი ბაგირები ბორის პაიჭაძის ქუჩასა და გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოეწყო.

დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის მერიის დავალებით, საახალწლო განათებების მონტაჟი დედაქალაქის მასშტაბით სრულად განხორციელდება. ყველა რაიონში შერჩეულია ქუჩები, სადაც ოპტიმალურია და ტექნიკურადაც შესაძლებელია ილუმინაციების მოწყობა, იმისათვის, რომ ქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს საახალწლო განწყობა შევუქმნათ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

ილუმინაციები და დეკორაციები თბილისის ათივე რაიონში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა. სამონტაჟო სამუშაოებში ყოველდღიურად „თბილსერვის ჯგუფის“ 190-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკაა ჩართული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი