კახა კალაძე პეტერ ფიშერზე - ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 14 ნოემბერი 2025, 16:13

ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული.

„არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ გვინახავს. ვიცით, რომ „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობენ და არიგებენ ძალადობრივ ჯგუფებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. სრულ კოორდინაციაში არიან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს“,- აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. როგორც კალაძე აღნიშნავს, პეტერ ფიშერი ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური საქმიანობის გარდა.

„საერთოდ არ მაინტერესებს და არ მაინტერესებდა პიტერ ფიშერი სად იყო დაბრუნებული. მთავარია, რომ დიპლომატი ეწეოდეს დიპლომატიურ საქმიანობას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი წესდებით, [პეტერ ფიშერი] ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური საქმიანობის გარდა. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ სხვა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, პირდაპირ მითითებების მიცემით“,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, გააძევებდა თუ არა მას, გადაწყვეტილების მიღება მასზე რომ იყოს დამოკიდებული, კალაძე პასუხობს: „ამაზე იმსჯელებს შესაბამისი უწყება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
არქივი