ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 08 დეკემბერი 2025, 23:57

ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა... ეს იგივეა, ადამიანის მკვლელობა აღიარო და გვამი არ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს.

მისივე თქმით, ელისაშვილის ბრალს სამართლებრივად, უკვე სასამართლო შეაფასებს.

„ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია. თუ არ უნდა, რომ ამას ასე დაარქვას, ეს მისი პრობლემაა. თავად აღიარა დანაშაული. შესაბამისად სამართლებრივი კვალიფიკაცია გასაგებია, რაც არის. ეს იგივეა ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ აღიარებდეს. ასე არ არის ცხოვრება აწყობილი. მან, რაც ჩაიდინა აღიარა. ყველამ ვნახეთ კადრებიც პირდაპირ ეთერში და ამას ტერორიზმი ჰქვია. როცა ვხედავთ მკვლელობას, ამას ჰქვია მკვლელობა, როცა აღიარებს ამ ფაქტს და არსებობს ვიდეო მტკიცებულებაც, სასამართლოს გარეშეც შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალის სამართლებრივ შეფასებას, ამას, რა თქმა უნდა, სასამართლო გააკეთებს“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: ვთხოვ აშშ-ს, ევროპასთან ერთად, უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება - თუ ეს შესრულდება, უკრაინას შეუძლია არჩევნები 60-90 დღის ვადაში ჩაატაროს
Financial Times: ტრამპის წარმომადგენლებმა ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რომ უპასუხოს სამშვიდობო გარიგებას
ზაზა დობორჯგინიძე- ქოცებმა საგარეო პოლიტიკაში მოიგეს ათით ნოლი, მათი ფსონი იყო სწორი, ოპოზიციის მცდარი
კაია კალასი: ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
არქივი