ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 08 დეკემბერი 2025, 23:59

„ეს არის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი - არ დაგმეს ლაზარე გრიგორიადისის დანაშაული, „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მივიღეთ ათი იმდენი „მოლოტოვის კოქტეილი"; არ დაგმეს ათი „მოლოტოვის კოქტეილი" - მივიღეთ პარლამენტის დაწვის მცდელობა; არ დაგმეს პარლამენტის დაწვის მცდელობა - მივიღეთ პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმი, - ამ ყველაფერში არის ბრიუსელის პირდაპირი ბრალი, რომ ის არ ემიჯნება და არ გმობს მის მიერვე დაფინანსებული ადამიანების ძალადობას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში.

„ის, ვინც ძალადობაში მონაწილეობას იღებდა, მისი დაფინანსებული ხალხი იყო. აღიარებული აქვს "ენჯეოებს" - „ისფედის" დღევანდელმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მათ ევროკავშირის ფულით იყიდეს აღჭურვილობა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და დაურიგეს აქციის მონაწილეებს.

ამიტომ არის, რომ ვერსად ვერ მოისმენთ განცხადებას ევროკავშირის ელჩისგან, რომელიც იტყვის, რომ 4 ოქტომბრის თავდასხმა მიუღებელია, პარლამენტის დაწვა მიუღებელია, - რადგან რა მომენტშიც ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, მივარდნა ბავშვებიან პარლამენტის წვერ ქალთან და მისთვის ფაშისტური სლოგანების ყიჟინი, - რა მომენტშიც ამას იტყვის ევროკავშირის ელჩი, რომელიც გახლავთ ამ მოძალადე, ტვინგამორეცხილი ჯგუფებისთვის მორალური ავტორიტეტი, იმ მომენტში მათ ექნებათ ბარიერი, რომ მათ კიდევ ერთხელ ჩაიდინონ ამგვარო ქცევა. ამიტომაც არ გმობს ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელის ბიუროკრატია ამ ძალადობას, რომ არ შეწყვიტონ ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელშიც შეიყვანეს ადამიანების ეს ჯგუფი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: ვთხოვ აშშ-ს, ევროპასთან ერთად, უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება - თუ ეს შესრულდება, უკრაინას შეუძლია არჩევნები 60-90 დღის ვადაში ჩაატაროს
Financial Times: ტრამპის წარმომადგენლებმა ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რომ უპასუხოს სამშვიდობო გარიგებას
ზაზა დობორჯგინიძე- ქოცებმა საგარეო პოლიტიკაში მოიგეს ათით ნოლი, მათი ფსონი იყო სწორი, ოპოზიციის მცდარი
კაია კალასი: ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
არქივი