Financial Times: ტრამპის წარმომადგენლებმა ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რომ უპასუხოს სამშვიდობო გარიგებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 09 დეკემბერი 2025, 23:24
დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რომ უპასუხოს შეთავაზებულ სამშვიდობო გარიგებას, რომელიც უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების მიღებას ავალდებულებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ შაბათს გამართული ორსაათიანი საუბრის დროს, მასზე ზეწოლას ახდენდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, რათა სწრაფი გადაწყვეტილება მიეღო.

ინფორმირებული წყაროს განცხადებით, ტრამპი იმედოვნებდა, რომ შეთანხმება შობამდე დაიდებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: ვთხოვ აშშ-ს, ევროპასთან ერთად, უზრუნველყოს კენჭისყრის უსაფრთხოება - თუ ეს შესრულდება, უკრაინას შეუძლია არჩევნები 60-90 დღის ვადაში ჩაატაროს
ზაზა დობორჯგინიძე- ქოცებმა საგარეო პოლიტიკაში მოიგეს ათით ნოლი, მათი ფსონი იყო სწორი, ოპოზიციის მცდარი
კაია კალასი: ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას
მერცი: ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ამერიკელებმა ახლა ევროპაში დემოკრატიის გადარჩენა მოისურვონ
ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ ტრამპის მოწოდებაზე: მე ყოველთვის მზად ვარ არჩევნებისთვის
არქივი