დავით კუბლაშვილი: გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 12 მარტი 2026, 15:06

გადაიკეტა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა, ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის არის მოძრაობა აკრძალული და ველოდებით გეოლოგების დასკვნას, - განაცხადა ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობს რამდენიმე ჯგუფი.

„ჩვენი ინფორმაციით არის 5 სახლი დანგრეული და 38 ოჯახი არის ევაკუირებული“, - აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე დილიდან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფაშინიანის განცხადებით, როდესაც მან ევროპარლამენტში ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გამო შეშფოთება გამოხატა, მისთვის ეს ქართულ მხარეს არ უთხოვია
მთავრობამ სურსათთან კონტაქტში მყოფი პლასტმასის გარკვეული პროდუქციის ეტაპობრივი აკრძალვის შესახებ დადგენილება მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რადიო „თავისუფლება“: ირანმა მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამერიკულ გემს შეუტია, რომლის ეკიპაჟიც საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ისინი არ დაშავებულან
ლაშა ხუციშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე: გადაწყვეტილება მიიღეს ფართო კონსულტაციების შედეგად, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები და ამავდროულად, ეკოლოგიური კუთხით იყოს დაცული ქვეყნის მოსახლეობა
არქივი