48
12 მარტი 2026, 15:59
ერთ-ერთი ნავთობტანკერის ეკიპაჟი, რომელსაც ირანი ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაესხა თავს, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება. ამერიკული კომპანია VISHNU OCEAN CARRIERS LTD-ის კუთვნილი ტანკერის, Zephyros კაპიტანმა „რადიო თავისუფლების“ ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ ტანკერს ჯერ დისტანციურად მართვადი კატერი დაეჯახა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული, შემდეგ კი მას კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.
ხომალდის ეკიპაჟის ოცდასამივე წევრი საქართველოს მოქალაქეა და, არსებული ინფორმაციით, ისინი არ დაშავებულან.
ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა მეუღლესთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მეორე ტანკერის ეკიპაჟის წევრები, რომელიც ასევე თავდასხმის ობიექტი გახდა, დაიღუპნენ. მალტის დროშის ქვეშ მცურავ Zephyros-ს, სავარაუდოდ, ირანული საწვავი გადაჰქონდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |