აქტივისტმა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე ნანუკა ჟორჟოლიანი მის მიზანმიმართულ "გაშავებაში" დაადანაშაულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 20 მაისი 2026, 19:55

აქტივისტი ნანა სანდერი სასამართლო პროცესზე დაინტერესდა შესაძლოა, თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებები, რომელიც მის „გაშავებას“ უკავშირდებოდა, მურთაზ ზოდელავასთან მის დაპირისპირებასთან იყოს კავშირში.

შესაბამისი კითხვით ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე მოწმეს მიმართა.

მოწმის განმარტებით, "შესაძლოა, თუმცა მორალურ შეფასებას არ მისცემს".

ამასთან, მოწმის თქმით, "შავი პიარი მათ ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს".

"თვითონ მოტივი ცხადი იყო, რომ იყო გაშავების სურვილი. ფაქტობრივი ცოდნის გარეშე დაიწყეს შავი პიარი. მოტივი, ვერ ვიტყვი, არ ვიცი", - განაცხადა მოწმემ.

ცნობისთვის, დაკავებული აქტივისტის, ნანა სანდერის სასამართლო პროცესი 19 მაისს გაიმართა. ნანა სანდერს ბრალდება ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა, 4 გარდაიცვალა
ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი პოლიტიკა, როგორც ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია
არქივი