ნიკოლოზ მეტრეველი: ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც ყოფილა. წლების განმავლობაში, პრივილეგირებული კასტა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 23 მაისი 2026, 15:20

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა, რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვაა, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, პრესკონფერენციაზე.

მეტრეველის განცხადებით, მიუღებელია დანიის ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ქმედებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროკავშირის კრიზისში ყოფნას და მის დემოკრატიულ უკუსვლას. 

„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები, რაც დანიაში, კოპენჰაგენში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს. ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია. ცხადია, ამ ფაქტის გამო არცერთი სამართალდამცავი იქ არ დასჯილა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვა არის. ევროკავშირი უმძიმეს კრიზისშია და მათ შორის, დემოკრატიული უკუსვლა არის. ამ ფონზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ დადებით მხარეებზე, რაც ევროკავშირს გააჩნია, არამედ უკუ მხარეებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე და ეკონომიკაზე,“- განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა. 

მეტრეველი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ გაიხსნას დისკუსია და საუბარი დაიწყოს ევროკავშირის არა მხოლოდ დადებით მხარეებზე, არამედ, უარყოფითზეც, რაც საზოგადოებას შეუქმნის მიმდინარე მოვლების რეალური შეფასების შესაძლებლობას. 

„ეს თემა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტაბუირებული იყო. პირადად მე მიმაჩნია, რომ შესაძლოა, დღეს საზოგადოების უმრავლესობა საერთოდ აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ რაღაც 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება არის აბსოლუტური ტყუილი და რასაც გვისახავდნენ, რომ თითქოს ევროები ჩამოიყრებოდა როდესაც ჩვენ სტატუსს მივიღებდით  არც ეს არ მომხდარა, საქართველო აგრძელებს ბევრად კარგ განვითარებას, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, ჩვენ არაფერი არ გვესაქმება ამ ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ჩამოშლილი ეკონომიკა, ყვავის კორუფცია. უკრაინაზე საერთოდ საუბარიც არ მინდა, ქვეყანა არის განადგურებული, უმძიმეს მდგომარეობაში და აგებს ომს. აი ეს არის რეალობა, რაც არის შექმნილი დღეს ევროკავშირში. მე მინდა პირდაპირ ვთხოვო, მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ღიად გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთ არამარტო დადებით მხარეებზე ევროკავშირის მხრიდან, არამედ იმ მანკიერ მხარეებზე, რაც გააჩნია ევროკავშირს და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ისე მოხდეს მოვლენების შეფასება და ზოგადად საქართველოს საგარეო კურსის განსაზღვრა“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით
დავით ქართველიშვილი პეტერ ფიშერზე: უკვე მერამდენე ელჩს უშვებს საქართველოს ხელისუფლება პენსიაზე. ვუსურვებ მას კარგ პენსიას, არა დამსახურებულ დასვენებას და ველოდებით ახალ ელჩს
დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
გია აბაშიძე: ავსული ნაცსექტის პროპაგანდის ცხადი შედეგი - საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა, მისი მძღოლი მანამდე ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა
არქივი