დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 24 მაისი 2026, 00:40

ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა „აქსიოსს“ განუცხადა, დღის განმავლობაში უნდა შეხვდეს თავის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ირანის ბოლო შეთავაზების განსახილველად და, სავარაუდოდ, კვირას გადაწყვეტს, განაახლებს თუ არა ირანზე დარტყმებს.

მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც შეუერთდება.

„50/50-ზეა იმის შანსი, რომ ან „კარგ“ შეთანხმებას მიაღწევენ, ან „მათ გაანადგურებენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისივე თქმით, ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი მოხდება.

„ვფიქრობ, ორიდან ერთ-ერთი მოხდება: ან მათ იმაზე ძლიერად დავარტყამ, ვიდრე ოდესმე მათთვის დაურტყამთ, ან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, რომელიც კარგია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ზოგ ადამიანს შეთანხმება სურს, ზოგს კი – ომის განახლება“. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა არახელსაყრელი შეთანხმება გაფორმდეს, ტრამპმა ეს მოსაზრება უარყო. მისი შეფასებით, „ნეთანიაჰუ გაორებულია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვაშინგტონ თაიმსი“ - აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტს უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს
დავით ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
ეკატერინე შარაძე დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით
არქივი