„ვაშინგტონ თაიმსი“ - აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტს უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 24 მაისი 2026, 00:41

აშშ და ირანი უახლოესი 24 საათის განმავლობაში გამოაცხადებენ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო პროექტას, რაც მიზნად ისახავს ყველა ფრონტზე მიმდინარე ბრძოლების შეჩერებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ თაიმსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პროექტი უკვე შეთანხმებულია და მისი ოფიციალურად გამოცხადება კვირას, შუადღისთვის არის მოსალოდნელი.

როგორც „ვაშინგტონ თაიმსი“ წერს, მთავარმა მოლაპარაკეებმა, მათ შორის ირანის პარლამენტის სპიკერმა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პროექტი უკვე დაამტკიცეს და საბოლოოდ გასაფორმებლად ორივე ქვეყნის ლიდერებს გადაეგზავნა.

როგორც „ვაშინგტონ თაიმსი“ აღნიშნავს, პროცესი წარმატებით დასრულდება, ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა მუდმივ მშვიდობად გადაიქცევა.

პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დეტალები ჯერ ისევ უცნობია. გაურკვეველია, როგორ გადაიჭრება ძირითადი უთანხმოებები, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამისა და სანქციების მოხსნის მოთხოვნის შესახებ. ამასთან, მხარეები ასევე უნდა შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმებასა და დაბომბვას შორის გადაწყვეტილება 50/50-ზეა
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს
დავით ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
ეკატერინე შარაძე დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით
არქივი