ამჟამად სომხეთს ასევე აქვს კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა.
ალენ სიმონიანმა აღნიშნულის თაობაზე სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება.
„დღეს სომხეთს რკინიგზით კავშირი აქვს რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით, შემდეგ კი ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიების გავლით. ამჟამად მას ასევე აქვს კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით. უახლოეს მომავალში გაიხსნება სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის რკინიგზა, რასაც მოჰყვება სომხეთ-ირანის რკინიგზა ნახჭევანის გავლით. ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ“, – აღნიშნულია ალენ სიმონიანის განცხადებაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |