ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 24 მაისი 2026, 18:29

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

ბერულავა მიმართავს კარბელაშვილს, რით არის ტაქსის მძღოლი მასზე ნაკლები და რით დაამახსოვრა თავად კარბელაშვილმა საზოგადოებას თავი. ის ასევე ყოფილ დეპუტატს ამბიციების დაოკებას ურჩევს და მოუწოდებს, თუ მაგარია, ბიძინა ივანიშვილს „ეკაჩაოს“.

„ეს კაცი, გიორგი კარბელაშვილი, ისევ ენმ-ს წარმოადგენს? თუ კი, სამარცხვინოა იმ ინციდენტის გამო, რაც დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა ფალიაშვილზე და სადაც ძალიან კარგ ბიჭს, ტაქსის მძღოლს, ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

რაო, გიორგი, გგონია, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიბადე და მანდვე ელისაბედ დედოფალმა გაკურთხა რაინდად?
იქნებ, არ იცი, რომ ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?
რით არის დეპუტატზე ნაკლები ტაქსის მძღოლი?
ან რით დაგვამახსოვრე თავი საერთოდ, მთვრალი რომ ეკაჩავე პოლიციელებს, მაგით?
ენები მიიგდეთ და ამბიციები დაიოკეთ, მით უმეტეს, როცა თქვენს გვერდით თქვენი შვილია.
არავისზე არაფრით მეტი არ ხართ, უფრო პირიქით. წადი და ბიძინას „ეკაჩავე“ თუ მაგარი ხარ“, - წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბაჩო ოდიშარია - ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში
შსს იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27-28 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე - ამჟამად სომხეთს აქვს კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა
არქივი