სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 24 მაისი 2026, 22:23

რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია, ისე უნდა დაესაჯათ ხალხი, რომ მინიმუმ ათეული წლის განმავლობაში ადამიანებს თავში აზრადაც ვერ მოსვლოდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოსულიყვნენ საპროტესტო აქციაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ის ადამიანებს, რომლებიც მოახერხებდნენ სადმე გასვლას, ძალოვანები უკან მისდევდნენ.

„ვიდექით კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ და ჯერ გაზის რამდენიმე ყუმბარა შეაგდეს, ამის შემდეგ შევიდნენ და უსასტიკესად სცემეს იქ მყოფი ადამიანები. მათ შორის იყვნენ ჩემპიონი ლუკა კურტანიძე, მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი. თეატრის შენობაში სცემეს და შემდეგ იქიდან წაიყვანეს, სადაც მათი ცემა და წამება გაგრძელდა თბილისის პოლიციის სამმართველოში.

ტრაგედიით დამთავრდა ეს დღე, ორი ადამიანი მოკლეს და რომ არ გაემხილათ რომ მსხვერპლი იყო, თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე შემოდეს, ისე ჩაატარეს აღლუმი, 26 მაისის ზეიმი, ისე დააჯილდოვეს ადამიანები სხვადასხვა ორდენით და მედლით, არც კი გაუმხელიათ, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განმარტებით, ოპოზიციას მუდმივად აქეზებს გარე ძალა.

„ეს ძალა, რომელიც მათ ზურგს უკან დგას, რომლის აგენტებსაც ოპოზიცია წარმოადგენდა, არა მხოლოდ აქეზებენ, ან აფინანსებენ, ხშირ შემთხვევაში დგანან მათ გვერდით და ძალიან ხშირად ვხედავთ ამ რადიკალური ოპოზიციის გვერდით საქართველოში მყოფ ევროპელ ელჩებს. განსაკუთრებით აქტიურობენ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

არ გამოვრიცხავ მათი მხრიდანაც ამ ქმედებას, რადგან ისინი შეჩვეული არიან, რომ არღვევენ ყველანაირ პროტოკოლს და სტანდარტს, რომელშიც ელჩი უნდა ჯდებოდეს და, რომლითაც ელჩი უნდა მოქმედებდეს“, - თქვა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი პოლიტიკა, როგორც ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“
ბაჩო ოდიშარია - ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში
არქივი