ზაზა შათირიშვილი: ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 24 მაისი 2026, 22:24

ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმის რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება, - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ სუვერენიტეტისთვის საქართველოს ბრძოლაზე საუბრისას.

„მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ეს არის დროში ძალისხმევა, ანუ სულ დაცვა სჭირდება ამას. რომ ვთქვათ, როდემდე? არ არსებობს ბოლო ვადა, ყოველთვის უნდა დაიცვა. ერნესტ რენანი ამბობდა, ერის დამოუკიდებლობა არის მუდმივი რეფერენდუმი. ერის სუვერენიტეტი არის მუდმივი რეფერენდუმი, რომელიც დროსა და სივრცეში არ მთავრდება”, - აღნიშნა ფილოსოფოსმა.

მან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, კონკრეტულ სახელმწიფოებზე განხორციელებულ წნეხზეც ისაუბრა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, ეს არის გლობალიზმის დაპირისპირება ნაციონალურ სახელმწიფოებთან, ნაციონალური კულტურის იდეასთან. გადარჩება ის, ვისაც აქვს იმუნიტეტი და ძალა. ხალხის როლი არის ძალიან დიდი. ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ, პატრიარქის დასაფლავება - ის 5 დღე ჩვენ ამას ვუყურებდით, ამაში ვმონაწილეობდით და ვნახეთ, რომ ეს არა უბრალოდ 5 დღე, არამედ ეს არის დაკრისტალებული საქართველოს ისტორია, საქართველოს პილიგრიმობა დროსა და სივრცეში. ამ 5 დღეში გზა წმინდა ნინოდან დღემდე ჩვენ თავიდან გავიარეთ”, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი. ეს იყო სპეციალურად მოფიქრებული სპეცოპერაცია
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩემი პოლიტიკა, როგორც ტრამპის, უცვლელია: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“
ბაჩო ოდიშარია - ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში
არქივი