პრემიერი: საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 09 ივნისი 2026, 12:14
საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ენერგეტიკას, საფინანსო სექტორს, კრიპტოვალუტას, ვაჭრობას დათევზჭერას
POLITICO: უკრაინის სურვილი სწრაფად გაწევრიანდეს ვროკავშირში ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს ზეწოლის ინსტრუმენტად
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტს, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე, თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის დაბომბვა რომ დაიწყოს, ჰორმუზის სრუტე კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება
არქივი