პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 09 ივნისი 2026, 12:21

საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა.

„ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა.

ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს განსაკუთრებულ პატივს სცემს. შესაბამისად, გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. იმასაც ღიად გეტყვით, რომ ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებაა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ენერგეტიკას, საფინანსო სექტორს, კრიპტოვალუტას, ვაჭრობას დათევზჭერას
POLITICO: უკრაინის სურვილი სწრაფად გაწევრიანდეს ვროკავშირში ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს ზეწოლის ინსტრუმენტად
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტს, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე, თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის დაბომბვა რომ დაიწყოს, ჰორმუზის სრუტე კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება
არქივი