ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 09 ივნისი 2026, 17:12

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს ეხმიანება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალიანსიდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოიღებენ.

როგორც ხუბუა წერს, ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვერ ამოშლიან მათ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან სამარადჟამოდ არის გადაჯაჭვული.

„ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას მალე ამოშლის.

კი ბატონო, ეგ ძალიან მარტივი საფოტოშოპე საქმეა, მაგრამ ბოკერია და ჩერგოლეიშვილი თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ? ქმარი - ნაცფაშისტური რეჟიმის იდეოლოგი და ყველაზე ანტიადამიანური დანაშაულების, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის „გამპრავებელი“, ხოლო ცოლი - რეჟიმის ისტერიული და ყველაფრის მკადრებელი პროპაგანდისტი.

სრულიად არაპატივცემულო გიგა და თამარ, როგორც „შერეკილების“ პერსონაჟი იტყოდა - „აქედან ვერ ამოშლით“ თქვენს ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიადამიანურ პოლიტიკურ წარსულს, რომელიც სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან სამარადჟამოდ არის გადაჯაჭვული“, - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან
რევაზ კარანაძე: როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ
ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი
თამარ ჩერგოლეიშვილი: ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
არქივი