POLITICO: უკრაინის სურვილი სწრაფად გაწევრიანდეს ვროკავშირში ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 09 ივნისი 2026, 17:43

უკრაინის სურვილი, დაჩქარებული ტემპით გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მზარდ დაძაბულობას იწვევს კიევს, ბრიუსელსა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ დიპლომატები და ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ იმ ფონზე, როცა მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებების შესახებ პირველი ოფიციალური კლასტერის გახსნა იგეგმება.

POLITICO-ს ცნობით, კიევი და ბრიუსელი 15 ივნისს ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივას მნიშვნელოვან წინსვლად აფასებენ. თუმცა, უკრაინაში იზრდება შიში, რომ ქვეყნის კანდიდატურის განხილვა, შესაძლოა, პოლიტიკური გარემოებების გამო „გვერდზე გადაიდოს“. ერთ-ერთ შესაძლო ფაქტორად საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც სახელდება, რამაც, შესაძლოა, ევროკავშირის გაფართოების საკითხი დროებით დღის წესრიგიდან მოხსნას.

ამავე დროს, ბრიუსელში შეშფოთებას იწვევს უკრაინაში რეფორმების ტემპი და მათი განხორციელების ხარისხი.

დამატებითი გაურკვევლობა გამოიწვია საფრანგეთისა და გერმანიის მიერ განხილულმა წინადადებებმა, რომლებიც უკრაინისთვის „ასოცირებული წევრობის“ ან სხვა შუალედური ფორმების შეთავაზებას ითვალისწინებს.

„პრაქტიკაში, უკრაინას სთავაზობენ ყველაფერს, გარდა თავად წევრობისა“, - განაცხადა ევროკავშირში უკრაინის ელჩმა ვსევოლოდ ჩენცოვმა.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, კიევი ფრანგულ-გერმანულ ინიციატივებს პირდაპირ არ უარყოფს, თუმცა მოითხოვს უფრო მკაფიო გარანტიებს იმის შესახებ, რომ საბოლოო მიზანი სრულუფლებიანი წევრობა იქნება.

უკრაინას სურს, მიმდინარე ზაფხულის დასრულებამდე არა ერთი, არამედ რამდენიმე მოლაპარაკებით კლასტერი გაიხსნას. კიევის აზრით, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება როგორც ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის, ისე ომით დაღლილი მოსახლეობისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რეალური პერსპექტივაა და არა მხოლოდ შორეული მიზანი.

POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ პროცესის გაჭიანურებამ შესაძლოა უკრაინაში იმედგაცრუება გააღრმაოს და ეს ქვეყნის შიდა რეფორმებსაც დააზიანებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ენერგეტიკას, საფინანსო სექტორს, კრიპტოვალუტას, ვაჭრობას დათევზჭერას
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს ზეწოლის ინსტრუმენტად
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტს, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე, თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის დაბომბვა რომ დაიწყოს, ჰორმუზის სრუტე კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება
არქივი