რევაზ კარანაძე: როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 09 ივნისი 2026, 18:10

ვხედავთ, რომ ახლა [ევროკავშირის წარმომადგენლები] სომხეთთან ცდილობენ რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს [ევროკავშირის] სტანდარტებს და ვნახეთ, რომ ფაშინიანი ღიად დაემუქრა ოპოზიციის წარმომადგენლებს დაპატიმრებით, - განაცხადა პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ ვერ გამოიყენა საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის „და ახლა მიადგნენ სომხეთს“.

„ვფიქრობ, ეს არის ნაცნობი თამაში, რომელიც საქართველოში გათამაშდა და არ გამოდგა წარმატებული, რადგან საქართველომ თავისი ინტერესები დაიცვა, არ აჰყვა იმ ინტერესებს, რომლებსაც ფრაუ ურსულა [ფონ დერ ლაიენი] ატარებს. ვხედავთ, რომ როცა საჭიროა ISIS-ის ყოფილ თავმჯდომარესთანაც თანამშრომლობს სირიაში, რომელიც ძებნილი იყო და ისლამისტ ტერორისტებს წარმოადგენდა, თუმცა ჩვენ რატომღაც გვიწუნებენ.

რეალურად სტანდარტები ევროპისთვისაც იცვლება იმ კუთხით, რა გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესებიც გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ვიცით, რომ სომხეთში წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემები იყო. ფაშინიანი არის რაღაც ახალი ძალა და ახლა ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ, თუმცა ვერ ვხვდები როგორ“, - აღნიშნავს პოლიტეკონომისტი და არგუმენტად სომხეთის გეოპოლიტიკური გამოწვევები მოჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან
ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ?
ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი
თამარ ჩერგოლეიშვილი: ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
არქივი