დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 09 ივნისი 2026, 18:13

დასავლეთი სომხეთს სთავაზობს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად“ უფრო მაღალ პოზიციებზე მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხ ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისი თქმით, ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით.

„დასავლეთი სომხეთს სთავაზობს ათეული წლის განმავლობაში იდგეს ღია კარებში, სწორედ ისე, როგორც თავის დროზე შესთავაზა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის ღია კარებში დგომა, ასევე სთავაზობენ იმას, რასაც აღარ სთავაზობენ ჩვენზე „რეიტინგულად უფრო მაღალ პოზიციებზე“ მყოფ უკრაინასა და მოლდოვას, ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას. ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, დაუჯერებს თუ არა ამ გამოცდილებას, ეს მისი საქმეა.

ის, რომ ფაშინიანმა სომხეთში შეინარჩუნა ძალაუფლება სტრატეგიულად საქართველოს და აზერბაიჯანს ძალიანაც აწყობს იმიტომ, რომ ჩვენ არაპროგნოზირებადი რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში დღეს არ გვჭირდება, მაგრამ გვაწყობს პროგნოზირებადი ფაშინიანის პოზიცია, რომელსაც აქვს სერიოზული ნაბიჯები გადადგმული ოფიციალურ ბაქოსთან გლობალური სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად, რომლის უკან არის სტაბილურობა და ეკონომიკური თავისუფლება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ზოგადად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებით და ეკონომიკური სტაბილურობით,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევაზ კარანაძე: როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ
ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ?
ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი
თამარ ჩერგოლეიშვილი: ალიანსის ლოგოდან „ნაცების“ ლოგოს მალე ამოვიღებთ
არქივი