71
09 ივნისი 2026, 18:45
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე, საფინანსო სექტორზე, კრიპტოვალუტაზე, ვაჭრობასა და თევზჭერაზე ახალი შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
„დღეს ჩვენ წარვადგენთ სანქციების 21-ე პაკეტს. ამ პაკეტში ყურადღებას ვამახვილებთ ყველაზე მაღალი გავლენის მქონე სექტორებზე: ენერგეტიკაზე, საფინანსო მომსახურებასა და კრიპტოვალუტაზე, ვაჭრობაზე და პირველად ვრთავთ მეთევზეობას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
გარდა ამისა, როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკომისიას სურს ევროკავშირში შესვლა აუკრძალოს ყველას, ვინც რუსეთის მხარეს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |