ირაკლი კირცხალია: გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა - ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 09 ივნისი 2026, 19:36

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკის გროსმაისტერს“ უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდაპარტიულ დისკუსიებში, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს.

კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენციაა, ვინაიდან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება“ სწორედ ამ მოცემულობით წარდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე, თანაც ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ბუნებრივია, ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ამ კონფიგურაციას დაუჭირა.

ამ ფონზე, ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკის გროსმაისტერს“ უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდაპარტიულ დისკუსიებში, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს და ლიდერშიპთან შეხვედრების დროს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ის ძირითად შემთხვევებში საუკეთესო გზებს პოულობს, რადიკალებისა და მათი გარე პატრონებისთვის, ე.წ. ერთთმართველობა ყოფილა.

ამავდროულად, არ არსებობს ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის იმ წევრებიდან რომელიმეს, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა. ნიშანდობლივია, რომ ამაზე ვერც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავის დროზე იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები და დღეს, არათუ პარტია დატოვეს, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა იმასაც არავინ უარყოფს, რომ მისი გამოცდილებიდან, პირადი თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში, ყველაზე კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის.

გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, პრობლემების გადაწყვეტისთვის კი საუკეთესო გზებს ოპერატიულად პოულობს, რაც შიდა აგენტურას და მათ გარე პატრონებს დასახულ მიზნებს უფრო და უფრო აშორებს.

სწორედ ეს არის მათი გაბრაზების, ათასნაირი კონსპირაციების, უსაფუძვლო ბრალდებებისა და არარსებული რეალობის შეთხზვის საფუძველი, რაც ყველასთვის ნათელია. მათთვის სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს აბსურდში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევთ”, - წერს ირაკლი კირცხალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ენერგეტიკას, საფინანსო სექტორს, კრიპტოვალუტას, ვაჭრობას დათევზჭერას
POLITICO: უკრაინის სურვილი სწრაფად გაწევრიანდეს ვროკავშირში ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაძაბულობას იწვევს
ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს ზეწოლის ინსტრუმენტად
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტს, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე, თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანის დაბომბვა რომ დაიწყოს, ჰორმუზის სრუტე კიდევ რამდენიმე თვე დაკეტილი იქნება
არქივი