66
09 ივნისი 2026, 23:41
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.
„ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს. როდესაც ხარ დაკავებული რადიკალიზმით, როდესაც ხარ აგენტი და როდესაც შენს ქვეყანასთან მიმართებით ღალატში ხარ შემჩნეული, რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ გაგაჩნია”, - განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციური ალიანსის ყოველდღიური კონფლიქტი „ნაციონალების“ ამოშლით დასრულდა. 100-დღიანი თანაარსებობის შედეგია ის, რომ ყოფილი „ნაციონალები“ მოქმედებს ლოგოდანაც ამოშლიან. ამის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწერა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |