თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რამდენ საბავშვო ბაღშია სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
390 09 მარტი 2021, 13:30

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეგულაციებს მკაცრად იცავენ და აკონტროლებენ, რაც COVID-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, 9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც COVID-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.

თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“
ბაჩო ოდიშარია - ყველა ის ადამიანი, ვინც პროფესიონალია, ვინც თავის ქვეყანას ემსახურება და სამშობლოზე ზრუნვით არის დაკავებული - ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავისთავად ჩართული პოლიტიკაში
შსს იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27-28 მაისამდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე - ამჟამად სომხეთს აქვს კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით
არქივი