ზურაბ ქადაგიძე: სწორი ეროვნული პოლიტიკა პირველ რიგში იმპერიებთან ჭიდილში, გარიგებებსა და კულუარულ შეთანხმებებში საქართველოს მშრალად და მშვიდობიანად გამოყვანას ნიშნავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 11 აგვისტო 2022, 21:18
,,ეს ვიდეო გამოდგება ჩვენი დღევანდელობის კარგ შეგონებად. სწორი ეროვნული პოლიტიკა პირველ რიგში იმპერიებთან ჭიდილში, გარიგებებსა და კულუარულ შეთანხმებებში საქართველოს მშრალად და მშვიდობიანად გამოყვანას ნიშნავს,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მოძრაობა ,,ხალხის ძალის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას და აქვეყნებს 1991 წლის ვიდეოს, სადაც ზვიად გამსახურდია პარლამენტის წევრებს ქვეყნის ერთგულებისკენ მოუწოდებს. 

"კარგად გვესმის, რატომ არ სურს „ქართულ ოცნებას“ საელჩოსთვის ბოლომდე ნიღბის ჩამოხსნა. ისინი ფიქრობენ, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საელჩოს მეორე ფრონტის ინტერესი გაუქრება და საქართველოსა და მისი მოქმედი ხელისუფლების მიმართ მისი მიდგომაც შეიცვლება. ამიტომ, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას სამომავლოდ რომ გაუფრთხილდეს, სიმართლე გარეთ არ გამოაქვს. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ისიც უნდა გაიაზროს, რომ საზოგადოება სიმართლეს ახლა თუ არ გაიგებს, შემდეგ მისი გაგება შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. 

შესაბამისად, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ საზოგადოებას ფართოდ უნდა ვუთხრათ სიმართლე პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საზოგადოებისთვის სათქმელი კიდევ ბევრი დაგვრჩა და ამ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით, როდესაც ამის დრო დადგება", - ეს იმ ვრცელი განცხადების ნაწილია, რაც ოცნებიდან გასულმა დეპუტატებმა გააკეთეს. ძალიან ვრცელი წერილია, რომლიდანაც ირკვევა, რომ კულისებში იმაზე მეტი პოლიტ-მანიპულაციებია, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია და ეს აქტუალური საკითხი კონკრეტულ "რუსულ-უკრაინულ" კონფლიქტს სცდება და პირდაპირ ეხება საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას... მიშელის დოკუმენტი, რურუა-უგულავას გათავისუფლება, საარჩევნო ბარიერი და 43% იანი მხარდაჭერა სარეფერენდუმოდ ერთი შეხედვით თითქოს პოლარიზაციის დაწევას ემსახურებოდა, თუმცა ამ წერილის კონტექსტში, სადაც თამაშში ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა ბიძინა ივანიშვილის შემოყვანის მცდელობა იყო და სასურველის არ მიღების შემთხვევაში მასზე ეკონომიკურ-ფინანსური ზეწოლა განხორციელდა, საბოლოო ჯამში, სხვა უფრო შორს მიმავალ გეგმას გულისხმობდა... 

ქალბატონი კელი დეგნანის მხრიდან ივანიშვილთან შეხვედრის დამალვა, კითხვებზე პასუხების გაცემისგან თავის არიდება, რადიკალური ოპოზიციის ღია მხარდაჭერა და ბოლოს კრიმინალ კეზერაშვილის ტელევიზიიდან საუბარი იმაზე, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობა მიანიშნებს ერთს - სამწუხაროდ, ქალბატონი ელჩი ამ პროცესში გახდა მხარე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ, არამედ უწყების რეპუტაციასაც ჩრდილს აყენებს... დროა ხელისუფლებამ გააკეთოს ამ თემაზე მკაფიო განცხადება, თუ რა პროცესში ვიმყოფებით, ხოლო ქალბატონი ელჩისგან დიდი ალბათობით, კვლავ პასუხებისგან თავის არიდებას მივიღებთ... P.S. დასასრულს, ეს ვიდეო გამოდგება ჩვენი დღევანდელობის კარგ შეგონებად. სწორი ეროვნული პოლიტიკა პირველ რიგში იმპერიებთან ჭიდილში, გარიგებებსა და კულუარულ შეთანხმებებში საქართველოს მშრალად და მშვიდობიანად გამოყვანას ნიშნავს...” - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ლატარია: გვარამიას პროკურორობის დროს იყო ყველაზე მძიმე მმართველობა საქართველოში, ასეთი დიქტატურა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს და მაოცებთ ის ახალგაზრდები, ვინც მასთან დგახართ
ნიკა გვარამია: ჩემი საქმით მივდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს - საფრანგეთზეც მოახდინა გავლენა კრემლმა და რუსული კანონიც მიაღებინა
დავით ქართველიშვილი: სულ ამერიკული FARA-ს იმედით ვერ ვიქნებით, რომელიც ადგილობრივი მავნებლების მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ და „უპრაგონოდ“ თანხების ხარჯვის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის - ყველას საკუთარი კანონი უნდა ჰქონდეს
ლევან ნიკოლეიშვილი: მაინტერესებს, იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად
არქივი