ყატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
419 20 ნოემბერი 2022, 20:32

ყატარში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნით შეხვედრაში, ტურნირის მასპინძელი ყატარი ეკვადორს ხვდება.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

გახსნის ცერემონია სტადიონზე „ელ ბაიტი“ გაიმართა, რომელიც 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი.

მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობმა მორგან ფრიმანმა, BTS-ის წევრმა ჯონგუქმა, ყატარელმა მომღერალმა ფაჰად ალ-ქუბაისიმ.  

მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში, 8 სტადიონზე ჩატარდება, ფინალი კი 18 დეკემბერს, სტადიონზე „ლუსაილ აიკონიკ“ გაიმართება. შეჯიბრში 32 ქვეყანა მონაწილეობს. მუნდიალი ახლო აღმოსავლეთში პირველად ტარდება. ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს, ამიტომ ტურნირი ტრადიციული დროის ნაცვლად შემოდგომა-ზამთარში ტარდება.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ჩემპიონატზე შემდეგი გუნდები იასპარეზებენ:

A ჯგუფი - კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები;

B ჯგუფი - ინგლისი, ირანი, აშშ, უელსი;

C ჯგუფი - არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი;

D ჯგუფი - საფრანგეთი, ავსტრალია, დანია, ტუნისი;

E ჯგუფი - ესპანეთი, კოსტა რიკა, გერმანია, იაპონია;

F ჯგუფი - ბელგია, კანადა, მაროკო, ხორვატია;

G ჯგუფი - ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი;

H ჯგუფი - პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა;

ცნობისთვის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი