186
14 ივნისი 2024, 20:12

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და ენერგეტიკის სექტორში შექმნილი რთული ვითარება.
„ასევე განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა, წმინდა საყდრის როლი უკრაინაში სამართლიანობისა და მშვიდობის დამყარებაში, გლობალური სამშვიდობო სამიტის მოლოდინები“, – წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მადლობა გადაუხადა პაპს გლობალურ სამშვიდობო სამიტში ვატიკანის მონაწილეობისთვის და მშვიდობასთან დაახლოების პროცესში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |