გიორგი ვოლსკი ივანე ჩხიკვაძეზე: როდესაც კონგრესმენებს ტყუილს უყვები, ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, კარგი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 14 ივნისი 2024, 20:29

როდესაც სპეციალურად ჩადიხარ და კონგრესმენებს ტყუილს უყვები შალვა ნათელაშვილთან ერთად - ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, რასაკვირველია, კარგი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს ივანე ჩხიკვაძეზე საუბრისას განუცხადა.

„ყველა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის ატლანტიკური საბჭოს, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველო არის მოწინავე ადგილებზე დასახელებული. რეიტინგები ძალიან მაღალია და აი, ამ რეალობის შესაცვლელად, როდესაც სპეციალურად ჩადიხარ და კონგრესმენებს ტყუილს უყვები შალვა ნათელაშვილთან ერთად - ხარ ადამიანი, რომელიც იმსახურებს შესაბამის შეფასებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს, აეროპორტში დახვედრა, ქუჩაში ადევნება, აგრესია, რასაკვირველია, კარგი არ არის. თუმცა, ამას სათავე, საფუძველი დაუდო იმ კონკრეტულმა საქმიანობამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია ეწევა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძეს დღეს აეროპორტში შეკრებილი ახალგაზრდები საპროტესტო აქციით დახვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ზარქუა - ინციდენტი მოხდა, არ არის საამაყო, უბრალოდ, ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ოჯახს, ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება
ჯო უილსონი დონალდ ტრამპთან გადაღებულ ფოტის აქვეყნებს და აცხადებს. რომ მას საქართველოს მეგობრების წერილი გაუზიარა
ბიძინა გიორგობიანი: 2008-2010 წლის კრიზისის შემდეგ, ევროკავშირი დაემსგავსა რაღაც პოტიომკინის სოფელს, რომელიც გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ შიგნით ძალიან ბევრი პრობლემებითაა დახუნძლული
ვახტანგ ცინცაძე - 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა
არქივი