სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 14 ივნისი 2024, 21:31

არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება - მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, თუმცა ღრმად მრწამს, რომ როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება შევეხოთ ერთ კატეგორიას და არა ზოგადად, ადამიანის უფლებებს, ამიტომ ამ დღეს მინდა გავაკეთო განცხადება იმაზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და რაც ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისთვისაც მიუღებელია, რასაც ჰქვია ძალადობა, ძალადობა ახალგაზრდებზე, ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ აზრს გამოთქვამენ, თავიანთ პოზიციას გამოთქვამენ. არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა და მე არ შემიძლია ამ ქმედებების სხვაგვარად დახასიათება, თუ არა რუსული სტილის პოლიტიკა. ასეა რუსეთში, ასე გრძელდება წლებია, საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული ქცევა და ძალადობის გამოყენება. ეს არ არის ევროპა, ეს არ არის ევროპული ქმედებები, ეს არ არის ქართული ქმედებები. ამას საქართველოში ქართველი ვერანაირად ვერ გაამართლებს.

მინდოდა თქვენთვის ძალიან მკაფიოდ მეთქვა - თქვენი უფლებებიც არასოდეს იქნება დაცული, თუ ქვეყანაში ყველასი და ცალკეული ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. ეს ინდივიდუალურად, თუ კოლექტიურად ჩვენი ღირსების საკითხია.

ვისურვებდი, რომ ჩვენ მალე დავუბრუნდეთ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის იყოს დაცული სწორედ აზრის გამოთქმის თავისუფლება (თუნდაც ძალიან რთულ პერიოდებში); აზრის გამოთქმა და დაფიქსირება ყოველთვის იყო ქართველისთვის მისი ღირსების საზომი.

თქვენი უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებული იქნა რუსული კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა.

ეს ყველაფერი ის საქმიანობაა, რასაც ეწეოდნენ ის ორგანიზაციები, რომლებმაც არ იციან რა ბედი ეწევათ ხვალ, რომლებსაც სთხოვენ რაღაც გაუგებარ გამჭვირვალობას, ვითომც ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში გამჭვირვალე იყოს, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის ევროპული სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში ნელ-ნელა (და მე ვთვლი, რომ არასაკმარისად სწრაფად) შემოდიოდა რეალურად შეჩერდეს.

ჩვენ ვიცით რუსეთში რა ფორმით ებრძვიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს არ არის ის სიტუაცია, რაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის გვინდა. ამიტომ, დაცული უნდა იყოს ის უფლებები, რაც აქამდე მოვიპოვეთ და უნდა გავაგრძელოთ ამ უფლებების განვითარება და დაცვა, რომ ავიდეთ იმ დონემდე, რაც ევროპის ქვეყნებშია გავრცელებული, ვიყოთ იმ სტანდარტებზე, რომელიც ჩვენთვის ღირსების სტანდარტებია.

მინდა, რომ ეს გისურვოთ დღეს. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ყველა უფლებები, თქვენი უფლებები და ყველა ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში. ამას ემსახურებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს აქ არიან და რომლებიც ჩემს შემდეგ ჩემზე უფრო კარგად იტყვიან თავიანთ სათქმელს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხალხის ძალა 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების სიით გავა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრთა მომსახურებას დროებით წყვეტს
ბიძინა ივანიშვილი - გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ
ბიძინა ივანიშვილი - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად, „ქართული ოცნებისთვის“ ესაა გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის საბოლოოდ განსამტკიცებლად
ბიძინა ივანიშვილი - უკრაინაში ომი ყველაზე გვიან, ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები თუ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც შეიძლება, დასრულდეს
არქივი