Euractiv: რუსმა და ჩინელმა ჰაკერებმა ჩეხეთზე შარშან კიბერთავდასხმები განახორციელეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 10 ივლისი 2024, 16:09
ჩეხეთის სტრატეგიული ობიექტები გასულ წელს ოთხჯერ გახდა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ Euractiv-ი ჩეხეთის კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასკვნის თანახმად, რომელზეც ჩეხეთის მთავრობამ უნდა იმსჯელოს, შარშან კიბერ სივრცეში ინციდენტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა სერიოზული ჰაკერული თავდასხმების რაოდენობა შემცირებულია.

„გასულმა წელმა რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებული სუბიექტების ჩეხეთის სტრატეგიული ობიექტების მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა“, - ციტირებს Euractiv-ი ჩეხეთის კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს დირექტორს ლუკაშ კინტრს.

დასკვნაში აგრეთვე ნათქვამია, რომ რუსი და ჩინელი ჰაკერები კონფიდენციალური სამთავრობო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი დაწესებულებები გახდნენ კიბერთავდასხმის მსხვერპლი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კიბერშეტევებში ჩრდილოკორეული ჰაკერული დაჯგუფება Lazarus-იც მონაწილეობდა, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო სამრეწველო კომპანიების კომპრომეტირება სურს.

გასულ წელს ირანთან დაკავშირებული ჰაკერები, რომლებიც ჩეხეთის მიერ ისრაელის მხარდაჭერას ეწინააღმდეგებიან, აგრეთვე მოქმედებდნენ ქვეყანაში და მათი სამიზნე წყლის რესურსების მართვის სისტემები იყო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დღის განმავლობაში უკრაინამ 280 დრონით მიიტანა იერიში რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის, თითქმის 50 უპილოტო აპარატი მოსკოვისკენ მიფრინავდა
აბას არაღჩი - აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი ობოლაძეს: თქვენი სამშობლო არის აქ, საქართველოში და არა იქ, ბრიუსელში და როდესაც თავს იცავს თქვენი ქვეყანა, უნდა იყოთ თქვენი ქვეყნის მხარეს და არა სხვის მხარეს
დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს
ვიქტორ ორბანი ვიქტორ იუშჩენკოს პასუხობს - „გააფრთხილეთ თქვენი პრეზიდენტი, არ შეეხოს უნგრელების თავისუფლებას, თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა არ გაძლევთ უფლებას, გვაშანტაჟოთ ან პირობები გვიკარნახოთ“
არქივი