ვახტანგ მეგრელიშვილი - ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო სააკაშვილს არასერიოზულად უყურებენ, ვისაც არ ეზარება, ყველა ეკაიფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 10 ივლისი 2024, 16:39
მიხეილ სააკაშვილმა 1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში?, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვახტანგ მეგრელიშვილი ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც სააკაშვილი წერს: „ვამაყობ, რომ 1992 წელს საქართველოს ეუთო-ში გაწევრიანების მოთხოვნა სწორედ მე ჩავიტანე, რაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირველი შემთხვევის საფუძველი“.

ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, სააკაშვილს წვრილმანი ტყუილებისა და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად უყურებენ.

„რა უცნაური კაცი ხარ, მიშა! უამრავი საქმე გაქვს გაკეთებული, ძალიან კარგი საქმეც და ძალიან ცუდიც.

1992 წელს კიევში დაამთავრა უმაღლესი და ამერიკაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. რა სტატუსით შეიძლებოდა ჩაეტანა გაწევრიანების მოთხოვნა ეუთო-ში?საფოსტო მტრედის სტატუსით?

ამ წვრილმანი ტყუილების და ბაქი-ბუქის გამო, არასერიოზულად გიყურებენ და ვისაც არ ეზარება, „ქოცებიც“ და ყოფილი მეგობრებიც, ყველა გეკაიფება. სამწუხაროა“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ფაცაციამ ფოთსა და ზუგდიდში დაათვალიერა ინფრასტრუქტურული პროექტები
თეთრი სახლი: ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების განახლების თაობაზე აშშ-ს აცნობა
ირაკლი კირცხალია ჩეხეთის პარლამენტის რეზოლუციაზე: ჩეხეთის საელჩო გვეუბნება, რომ თურმე, ჩეხეთში, საპარლამენტო რესპუბლიკაში, დიპლომატიური მისია არ წარმოადგენს ჩეხეთის პარლამენტს - ასეთ უტიფრობას, თავხედურ მიდგომებს ვხედავთ
ზელენსკი: ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში პუტინის დაგვიანებული პასუხი იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ომს ახანგრძლივებს
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი აშშ-ში ჩამოვა, არც თუ ისე შორეულ მომავალში
არქივი