ხალხის ძალა 2024 წლის არჩევნებში ქართული ოცნების სიით გავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 16 ივლისი 2024, 23:07

 "ხალხის ძალა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიით მიიღებს მონაწილეობას. ეს განცხადება  ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ახალი ოფისის გახსნაზე გააკეთა.

"მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა მდინარაძემ.

ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. პარტიამ გახსნა ახალი ცენტრალური ოფისი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი სანქციებზე - აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს
ჯიმ რიში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს - მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
მამუკა მდინარაძე: ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხება უკვე ამ ხალხს, ისეთ დღეში არიან. არ გამოვა ჩვენი დაბულინგება
არქივი