ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 16 ივლისი 2024, 23:12
ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, 18 საქმეზე დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

სენატორ მენენდესს ბრალი ედებოდა 18 საქმეზე, მათ შორის, თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.

პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ბრალი აღიარა და მისცა ჩვენება, როგორც პროკურატურის მოწმე მენენდესის წინააღმდეგ.

თავად მენდენსი რვა კვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა.

აღნიშნულ საქმეებზე ბრალი ედება მენენდესის მეუღლესაც, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

ცნობისთვის, სენატორი მენენდესი ამჟამად არჩევნებში იყრის კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა თანამდებობიდან ბრალის წაყენების შემდეგ გადადგა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. მას ქრთამის აღებაში 2015 წელსაც წაუყენეს ბრალი, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი სანქციებზე - აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს
ჯიმ რიში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს - მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
მამუკა მდინარაძე: ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხება უკვე ამ ხალხს, ისეთ დღეში არიან. არ გამოვა ჩვენი დაბულინგება
არქივი