ისრაელში აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 16 ივლისი 2024, 23:46
ისრაელში აქციაზე, სადაც ულტრაორთოდოქსი სტუდენტები სამხედრო გაწვევას აპროტესტებდნენ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა გზატკეცილები გადაკეტეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მათთვის სამხედრო გაწვევების გაცემა მომავალი კვირიდან დაიწყება.

პოლიცია ცდილობდა, სტუდენტები გზიდან გადაეყვანა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დადგენილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, რომლის მიხედვითაც, ულტრაორთოდოქსმა სტუდენტებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

ათწლეულების განმავლობაში სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებული იყვნენ ულტრაორთოდოქსები. კანონის მოქმედების ვადა, რომელიც მათ სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა, გასულ წელს ამოიწურა, თუმცა, მთავრობის ნებართვით, მისი მოქმედება გახანგრძლივდა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ, გამონაკლისისთვის ახალი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ულტრაორთოდოქსი მამაკაცების ჯარში გაწვევა უნდა დაიწყოს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დაზვერვის ვარაუდით, ჩრდ. კორეამ რუსეთს 12 მილიონი ჭურვი მიაწოდა უკრაინაში ომისთვის
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
„ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა
პუტინი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
არქივი