პროკურატურამ სენაკში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 01 აგვისტო 2024, 17:48

პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერქალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება ძმებზე და მათთან ერთად მყოფ პირზე განახორციელეს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას და ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების, თ.გ.-ს და ა.გ.-ს საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულებმა ჯგუფური ძალადობა და ანგარიშსწორება ძმებზე და მათთან ერთად მყოფ პირზე განახორციელეს, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე 6 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხელმძღვანელობა და მონაწილეობა) დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული
კახა კალაძე - ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან დემოკრატიულ პროცესებზე საუბარი არის ორმაგი სტანდარტი, ღმერთმა მოახმაროთ ასეთი დემოკრატია, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე იყო
მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე: ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდაჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ
კახა კალაძე - ისმის კითხვა, რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ? ჩვენ ვიცით, რა არის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა
ლევან იოსელიანი - სტრასბურგის სასამართლო არ იცავს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას, ეს არის სტანდარტი, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენს სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე
არქივი