ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1046 01 აგვისტო 2024, 19:30

ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (MIT) ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული იქნა გათავისუფლებული, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში.

“გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს”, - ნათქვამია განცხადებაში.

MIT ადასტურებს, რომ გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულ იქნა რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი, და გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული “ეფესბეს” ოფიცერი, ვადიმ კრასიკოვი.

თურქული მხარე ადასტურებს, რომ ის გაცვლაში შუამავლის როლს თამაშობდა, და ასევე ახდენდა პროცესის კოორდინაციას და უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. მათი ცნობით, პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ივლისში თურქეთში შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა იყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეთიუ მილერი სანქციებზე - აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს
ჯიმ რიში - მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს - მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ
აშშ-ის გენერალური პროკურორი ტრამპზე თავდასხმის სავარაუდო მცდელობაზე: დაუღალავად ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს ამ გამოძიებაში
მამუკა მდინარაძე: ის მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები და ისეთივე აფხაზები არიან, როგორც მიხეილ სააკაშვილია ქართველი
მამუკა მდინარაძე: ბოლოს მოინდომეს ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დაბულინგება. აზრი აღარ ეკითხება უკვე ამ ხალხს, ისეთ დღეში არიან. არ გამოვა ჩვენი დაბულინგება
არქივი