2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე დროშები დაეშვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
72 08 აგვისტო 2024, 07:30

2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე დროშები დაეშვა.

„საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ოლივერ ვარჰეი - საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება, ევროკავშირი მზადაა, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში
დავით ქართველიშვილი თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების შესახებ ერდოღანის განაცხადზე: ევროპა აშკარა პოლიტიკურ „აჯაფსანდალს“ დაემსგავსა, სადაც თურქეთის ადგილი აღარაა, რადგან მას სჭირდება ახალი მოკავშირეები და მეტი თავისუფლება მსოფლიოში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს
ზაალ მიქელაძე: საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს
არქივი