მარია ზახაროვა - რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 08 აგვისტო 2024, 14:12

რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.

მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამ დიალოგს.

„მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთი მხრივ, თბილისს, და მეორე მხრივ, სოხუმს და ცხინვალს შორის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ქმედებები შეიძლება გახდეს საიმედო გარანტია იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები აღარ განმეორდეს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა შეიტანოს „საქართველო-სამხრეთ ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ, შემდგომი დემარკირებით“.

„ამ ამოცანების აქტუალობა ბოლო დროს გაიზარდა, რადგან ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აძლიერებენ მცდელობებს, ისარგებლონ შიდარეგიონული დაპირისპირებებით, რუსეთის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციის აშკარა მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი მტკიცებით, ”რუსეთი მზად არის გააგრძელოს ურთიერთობა მათთან, ვინც არ შეიძლება იყოს გულგრილი სამხრეთ კავკასიის ბედის მიმართ, მათ შორის ხელი შეუწყოს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისა და მათ საერთო რეგიონში სხვა დაგროვილი პრობლემების გადაჭრის მიზნით“, - აღნიშნა ზახაროვამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ბაქრაძის განცხადებით, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა
ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი აირჩიეს, 193 ვაკანტურ ადგილზე კი ხელახალი კონკურსი გამოცხადდა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა
ზაალ ანჯაფარიძე პრემიერის ინიციატივაზე: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში იქმნება ახალი ეკოსისტემა, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას, რასაც ჰქვია ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის სრული გამჭვირვალობა
არჩილ გორდულაძე: „ენჯეოები“ ამბობენ, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან და საქმიანობას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებენ. თუ აქაა ლოგიკა, მაშინ სახელმწიფოს დაფინანსების შემთხვევაში, სახელმწიფოს ინტერესების გატარება რა შუაშია?!
არქივი