თეთრი სახლი: ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ უცხოურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 12 აგვისტო 2024, 22:04

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი გმობს აშშ-ის არჩევნებში უცხოურ ჩარევას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯონ კირბიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდი ჰაკერებმა გატეხეს. ტრამპის განცხადებით, მან შესაბამისი შეტყობინება შაბათს, გვიან საღამოს, კომპანია მაიკროსოფტისგან მიიღო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჰაკერული თავდასხმა ირანმა განახორციელა.

„უბრალოდ გავიმეორებ იმას, რაც ბევრჯერ ვთქვით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ უცხოურ ჩარევას ჩვენს საარჩევნო პროცესში, ან ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის შელახვას“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა
პუტინი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა
მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
ბერგამოს აეროპორტში თვითმფრინავის ტურბინამ კაცი ჩაითრია
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რომლებიც დონალდ ტრამპის მიმართ წარმოებულ გამოძიებებში მონაწილეობდნენ
არქივი