არჩილ გორდულაძე 2008 წლის მოვლენებზე: მთავარი კითხვები არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ამ კითხვებზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს, არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ნაწილში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 14 აგვისტო 2024, 14:36

მთავარი კითხვები არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ამ კითხვებზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს, არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ნაწილში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენებზე საუბრისას.

„მცდელობა, რომ როგორმე გაემართლებინათ მოღალატეობრივი ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“, არ გამართლდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მთავარი კითხვები არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. რატომ დაეთანხმნენ ისინი იმ დასკვნას, რომელსაც მათ შორის რუსეთი, ოკუპანტი ქვეყანა ეთანხმება? მთავარი კითხვა არის, რატომ გააკეთეს მათ ზუსტად იგივე, რაც გააკეთა ოკუპანტმა ქვეყანამ. ამ კითხვებზე პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს, თან არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ნაწილში, და არა დახურულ სასამართლო სხდომაზე, არამედ ღიად, საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, სახელმწიფო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს, სხვანაირად გამორიცხულია, მაშინ სახელმწიფო არ ხარ
მიხეილ ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვაზე: ეს სპეკულაციაა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვიონ და როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, თვის დროზე მოხდება არჩევნების თარიღის გამოცხადება და თავისუფალ გარემოში ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს რეგიონში სულ ახლახან იყო კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ვართ ჩვენ, რომ დამთავრდეს კონფლიქტი. მადლობას მოვახსენებ ორივე ქვეყნის ხელისუფალს, რომ გამოთქვამენ მზადყოფნას
პრეზიდენტი 26 მაისს ოპოზიციის გეგმებზე: რამდენი თარიღი გაიარეს რომ რაღაცას აპირებდნენ, სინამდვილეში თარიღებით უნდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ, მაგრამ ხალხი აღარ გამოდის
არქივი