არჩილ გორდულაძე მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის გაერთიანებაზე: იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ერთმანეთის დედის მაგინებლები ისევ „დამეგობრდნენ“ და ერთად იბრძოლონ ამ ქვეყნის უკუსვლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 14 აგვისტო 2024, 14:43

იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ერთმანეთის დედის მაგინებლები ისევ „დამეგობრდნენ“ და ერთად იბრძოლონ ამ ქვეყნის უკუსვლისთვის, - ამგვარად გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე მამუკა ხაზარაძის, ანა დოლიძის, ლევან ცუცქირიძისა და ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას.

„ეს ადამიანები ვერ იტანენ და ხშირად უშვერი სიტყვებითაც კი მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ ერთმანეთს. ამავდროულად ერთიანდებიან იმით, რომ ის დიდი ნარკოტიკი, რომელსაც ძალაუფლება ჰქვია, როგორმე დაიბრუნონ და ჩვენი ქვეყანა დააბრუნონ იმ წარსულში, რომელსაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უარი უთხრა. იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ერთმანეთის დედის მაგინებლები და ერთმანეთისთვის ხელის შემხებლებიც კი ისევ „დამეგობრდნენ“ და ერთად იბრძოლონ ამ ქვეყნის უკუსვლისთვის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მაჭავარიანი ბათუმის ტრაგედიაზე: მე ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ განცდა მაქვს, რომ უხარიათ როდესაც ასეთი ტიპის ტრაგედია ხდება ჩვენ ქვეყანაში და ეს არის რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელი, ამორალური და ამაზრზენი მათი მხრიდან
ვიღაცას, შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას – სიმართლის სახეში მიხლა გახარიასთვის თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით
თეა წულუკიანი: მინდა, მკაცრად გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც კომისიის წინაშე იქნება მოწვეული - არ არის საჭირო ცეცხლთან თამაში, არ არის საჭირო საგამოძიებო კომისიასთან თამაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა სურს
არქივი