ირაკლი ქადაგიშვილი - ტყუილი არის სააკაშვილის ცხოვრების წესი, სამწუხაროა, რომ ე.წ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემო არის გაერთიანებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 14 აგვისტო 2024, 14:53

ტყუილი არის სააკაშვილის ცხოვრების წესი, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.


ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საკუთარი ტყუილების გარშემო გააერთიანოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.


„სააკაშვილი იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მოწამლეს, იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ აწამებენ, იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ მკურნალობენ, იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ შიმშილობდა. ყველა ფეხის ნაბიჯზე, როდესაც რაიმე კომუნიკაციის საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. სამწუხარო ერთი რამ არის, სააკაშვილი რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა, ამაში გასაკვირი არაფერია, სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემო არის გაერთიანებული და ცდილობენ, რომ ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ის, რომ ამ შემთხვევაშიც იტყუებოდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მის ცხოვრებაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სენატორ ჯინ შაჰინისა და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა: „მიხარია, რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტა ხნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ, ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა“.


მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც აღნიშნულია: „ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ოლივერ ვარჰეი - საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება, ევროკავშირი მზადაა, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში
დავით ქართველიშვილი თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების შესახებ ერდოღანის განაცხადზე: ევროპა აშკარა პოლიტიკურ „აჯაფსანდალს“ დაემსგავსა, სადაც თურქეთის ადგილი აღარაა, რადგან მას სჭირდება ახალი მოკავშირეები და მეტი თავისუფლება მსოფლიოში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნილი ლეკვები დახრჩობას გადაარჩინეს
ზაალ მიქელაძე: საქართველოში მოქმედი უსამშობლო აგენტურა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - უსიტყვოდ ემსახურონ თავიანთ უცხოელ პატრონებსა და დამკვეთებს და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს
არქივი